Saturday, April 18, 2015

ჰიტლერი-ანტისემიტიზმის მეფე

გერმანელი პოლიტიკოსის და საზოგადო მოღვაწის ადოლფ ჰიტლერის მთავარი მიზანი ებრაელების დევნა გახდა. ანტისემიტიზმის როგორც ებრაელი ხალხის დევნის მათი რელიგიის, კულტურის, ადათ-წესების გამანადგურებელ მეფედ წოდებულმა ჰიტლერმა დაახლოებით 6 000 000 ებრაელი შეიწირა. არ ინდობდნენ ბავშვებს, ქალებს, მოხუცებს, უკლებლივ ყველას და ყველაფერს ანადგურებდნენ რაც კი ებრაელ ხალხთან იყო კავშირში. ჰიტლერის ამგვარი სიძულვილის მიზეზს მეცნიერები მუდმივად ეძებენ, თუმცა ბევრი ადამიანი ამ თემაზე სხვადასხვაგვარად ფიქრობს.

არსებობს უამრავი მოსაზრება იმის შესახებ, თურატომ იყო ადოლფ ჰიტლერი ასეთი აგრესიულიებრაელების მიმართ.
დაუტასტურებელ ვერსიებს შორის, ერთ-ერთი გახლავთ ცნობა იმის შესახებ, რომ ჰიტლერს ებრაელი მამინაცვალი ჰყავდა. არაერთხელ დაწერილა, რომ ებრაელი მამინაცვალი პატარა ადოლფს სასტიკად სცემდა, ხელებს უწვავდა ცეცხლზე და ხშირად მიუგდია ის ფუტკრებისათვის დასაკბენად.
ასევე არსებობს მოსაზრება, რომ ჰიტლერმა დედა შეიძულა იმიტომ, რომ ის არ იცავდა ძალადობის მსხვერპლ შვილს და უფლებას აძლევდა მამინაცვალს ასე მოპყრობოდა ბავშვს.
იმასაც ამბობდნენ, რომ მამინაცვლის სიძულვილის გამო, წლების შემდეგ ჰიტლეტი დედის გარდაცვალაბემაც კი გაახარა. არსებობს გადმოცემა, თითქოს გარდაცვლილი დედის ცხედართან მარტო დარჩენილი დიქტატორი ავადმყოფურად იცინოდა.

.

ჰოლიკოსტის მთავარი ინიციატორი

ადოლფ ჰიტლერი (გერმ. Adolf Hitler   ნამდვილი გვარი შიკლგრუბერი (დ. 20 აპრილი 1889, ბრაუნაუ, ავსტრია – გ. 30 აპრილი 1945, ბერლინი, გერმანია) — გერმანელი პოლიტიკოსი და სახელმწიფო მოღვაწე. 1921 წლის 29 ივლისიდან იყო„ნსდაპ“-ის პარტიული ხელმძღვანელი, 1933 წლის 31 იანვრიდან ნაციონალ-სოციალისტური გერმანიის რაიხსკანცლერი, 1934 წლის 2 აგვისტოდან გერმანიის ფიურერი (გერმ. Führer) და შეიარაღებული ძალების უმაღლესი მთავარსარდალი.
ჰიტლერმა გერმანიაში ნაციონალ-სოციალისტური დიქტატურა დაამყარა, აკრძალა ყველა ოპოზიციური პოლიტიკური პარტია და პოლიტიკური მოწინააღმდეგეების დევნა დაიწყო. ის იყო მეორე მსოფლიო ომის და ჰოლოკოსტის მთავარი ინიციატორი.

ადოლფ ჰიტლერიAdolf Hitler

წყარო: http://ka.wikipedia.org

Friday, April 17, 2015

რა არის ჰოლიკოსტი?

ჰოლოკოსტის სახელით ცნობილია მეორე მსოფლიო ომის პერიოდში გერმანიის ნაცისტური ხელისუფლების და მისი მოკავშირეების მიერ განხორციელებული ებრაელების, ასევე ბოშებისჰომოსექსუალების და სხვა უმცირესობების მასიურიგენოციდი. განადგურებული იქნა 6 მილიონზე მეტი ებრაელი. მოკლული საბჭოთა სამხედრო ტყვეებისპოლონელი ინტელექტუალების და სხვების გათვალისწინებით მსხვერპლის რიცხვი გაცილებით დიდია.

ინგლისური სიტყვა "holocaust" გამოყენებული ლათინური ბიბლიიდან, ხოლო მასში ეს სიტყვა ბერძნულიდანაა ნასესხები. ნიშნავს "სრულად დაწვას". ინგლისური ტერმინი "holocaust" დღევანდელი მნიშვნელობით იხმარება 1910-იანი წლებიდან.

ჰოლოკოსტის მსხვერპლნი

შოა

შოა (ებრ. კატასტროფა) - ტერმინი, რომელსაც ხმარობენ ებრაელები გერმანელი ნაცისტების პოლიტიკის, ებრაელების ეთნოსის გეგმური განადგურების გამოსახატავად. ამ სიტყვამ ებრაულ ტრადიციაში უფრო ნაკლებად კორექტული ტერმინი "ჰოლოკოსტი" შეცვალა. 2005 წელს BBC-სთან ინტერვიუში ე.ვიზელმა განაცხადა, რომ უარს აცხადებდა სიტყვა "ჰოლოკოსტის" ხმარებაზე ებრაელებთან მიმართებაში.
ებრაელები იყვნენ ერთ-ერთი ყველაზე დიდი ჯგუფი, რომელიც განადგურებას ექვემდებარებოდა (თანასწორად სლავებისა და საბჭოთა ტყვეებისა, რომელთაგან უკანასკნელნი ითვლებოდნენ "ბოლშევიზმით დაავადებულებად”). პროგრამა "ებრაელების საკითხის საბოლოო გადაწყვეტა" იყო ერთ-ერთი ყველაზე უპირატესი დავალება გერმანული პოლიტიკისა.
შოას მსხვერპლად ითვლება ევროპის 6 მილიონი ებრაელი, თუმცა მსხვერპლთა სრული სია არ არსებობს. ომის ბოლოს ნაცისტები სიკვდილის ბანაკების კვალსაც კი აქრობდნენ. დარჩენილია ცნობები უკვე გარდაცვლილი ხალხის განადგურებისა საბჭოთა არმიის მოსვლამდე. იერუსალიმში, ჰოლოკოსტის მუზეუმში, "იად ვაშემში" (Yad Vashem) ინახება პერსონალური დოკუმენტები დაახლოებით 3 მილიონი მსხვერპლის შესახებ.
სტატისტიკური მონაცემებით, რომელიც გამოსცა მუზეუმმა "იად-ვაშემ", "ჰოლოკოსტის ენციკლოპედია", დაიღუპა 3 მილიონამდე პოლონელი ებრაელი, 1,2 მილიონი საბჭოთა ებრაელი, 140 ათასი ლიტველი ებრაელი და 70 ათასი ლატვიის ებრაელი, 560 ათასი უნგრეთის ებრაელი, 280 ათასი - რუმინეთის, 140 ათასი გერმანიის, 100 ათასი-ჰოლანდიის, 80 ათასი - საფრანგეთის, 80 ათასი ჩეხეთის, 70 ათასი - სლოვაკეთის, 65 ათასი - საბერძნეთის, 60 ათასი - იუგოსლავიის. ბელორუსიაში 800 ათასზე მეტი ებრაელი იქნა განადგურებული. ბალტიისპირეთს გერმანულმა სახელმწიფომ ”ებრაელთაგან გაწმენდილი ზონა” (judenfreie Zone) უწოდა - ებრაელი მოსახლეობა ასი პროცენტით იქნა განადგურებული.

ებრაელების მდგომარეობა გერმანიაში 1933-1939 წწ.

მიუხედავად შეუნიღბავი დისკრიმინაციული პოლიტიკისა ებრაელების მიმართ, გენოციდი არ დაწყებულა ნაცისტების ხელისუფლებაში მოსვლისთანავე. ნაცისტები თავიდან ცდილობდნენ ებრაელები გაეძევებინათ ქვეყნიდან, მაგრამ მათ წასასვლელი არსად ჰქონდათ. ევროპელი ებრაელებისათვის, ჰაიმ ვეიცმანის (ისრაელის I პრეზიდენტი) ცნობილი გამონათქვამით, "მსოფლიო გაიყო ორად: ადგილად, სადაც მათ არ შეეძლოთ ცხოვრება და ადგილად,სადაც არ შეეძლოთ მოხვედრა." დევნილებს ზურგი შეაქციეს სხვა ქვეყნებმა. საერთაშორისო კონფერენცია დევნილების შესახებ ევიანში (საფრანგეთი) მოწვეული 1938 წლის ივლისში, აშშ-ს პრეზიდენტ ფრანკლინ რუზველტის მიერ, დასრულდა სრული მარცხით. დომინიკანური რესპუბლიკის გარდა, 32 მონაწილე ქვეყნებიდან არც ერთმა არ მისცა მცირეოდენი შანსიც კი გერმანიიდან და ავსტრიიდან დევნილ ებრაელებს. ამასთან, დიდი ბრიტანეთი ზღუდავდა ემიგრანტების დინებას მისი კონტროლის ქვეშ მყოფ პალესტინაში.
"ნიურნბერგის კანონმა" 1935 წლის 15 სექტემბრიდან წერტილი დაუსვა გერმანიაში ებრაელების თანასწორუფლებიანობას და ამიერიდან მათ რასობრივი ტერმინებით განასხვავებდა.
ანტისემიტურმა ისტერიამ გერმანიაში მიიყვანა 1938 წლის (9-10 ნოემბრის ღამე) ებრაელთა სინაგოგებისა და მაღაზიების მასობრივ გაჩანაგებამდე, რომელიც ისტორიაში შევიდა, როგორც "ბროლის ღამე" (მინის ნამხსვრევთა გამო, რომლითაც იყო მიმოფენილი გერმანული ქალაქები).
1933-1939 წლებში გერმანიიდან და ავსტრიიდან 330 ათასი ებრაელი გაიქცა. დაახლოებით 110-100 ებრაელი დევნილები გერმანიიდან და ავსტრიიდან მეზობელ ქვეყნებში გადავიდნენ, მაგრამ იდევნებოდნენ უკვე ომის პერიოდში.
1939 წლის დასაწყისში ჰიტლერმა "4 წლიანი გეგმის შემსრულებელს" გერმან გერინგს დაავალა მოემზადებინა გეგმა ებრაელების გერმანიიდან განსადევნად. მეორე მსოფლიო ომის დასაწყისისთვის არამარტო გაიზარდა მათი რიცხვი (გერმანიისთვის პოლონეთის მიერთების შემდეგ), არამედ გაართულა კიდეც ლეგალური ემიგრაცია.
1940 წელს-1941 წლის დასაწყისში ნაცისტები ამუშავებდნენ რამდენიმე ვარიანტს ებრაული საკითხის გადასაწყვეტად: სთავაზობენ საბჭოთა კავშირს მიეღო რეიხის ებრაელები, გეგმა "მადაგასკარი" (ყველა ებრაელის აფრიკის ამ კუნძულზე გადასახლება) და "ლიუბლინი". არც ერთი ამ პროექტთაგან არ იყო შესრულებული.

ებრაელების მდგომარეობა ომის პერიოდში

ომის დასაწყისისთვის, ნაცისტებმა დაიპყრეს ის რეგიონები, რომელიც ყველაზე მჭიდროდ იყო დასახლებული ებრაელებით - პოლონეთი, ბალტიისპირეთი, უკრაინა, ბელორუსია.
დიდ ქალაქებში (უფრო მოგვიანებით პატარა ქალაქებში) იქმნებოდა ებრაული გეტოები (დიდი ქალაქების რაიონები, სადაც ცხოვრობენ ეთნიკური უმცირესობები, ნებით თუ ძალით, მძიმე სიტუაციაში, სიტყვას ისტორიული საფუძველი აქვს და უკავშირდება ვენეციურ გეტოს, სადაც უნდა ეცხოვრათ ებრაელებს), სადაც ებრაელები მიჰყავდათ. უდიდესი გეტო იყო შექმნილი ვარშავაში, იქ 480 000-მდე ებრაელი იმყოფებოდა. იგი 1943 წელს ლიკვიდირებულ იქნა მასობრივი დეპორტაციის შემდეგ ტრებლინკაში1942 წლის ზაფხულში და 1943 წლის იანვრისა და აპრილის აჯანყების შემდეგ: ქ.ლოძის (პოლონეთი) გეტო - 160 000-მდე ებრაელი იმყოფებოდა. ეს გეტო თანდათან განადგურებულ იქნა: პირველი დეპორტაციის ნაკადი ჰელმნოში 1942 წლის იანვარსა და მაისს შორის იყო, შემდეგ სხვა რიგი დეპორტაციებისა სხვა ბანაკებში, 1944 წლის 1 სექტემბერს კი საბოლოოდ იქნა ლიკვიდირებული.
საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე ყველაზე დიდი გეტოები იყო ლვოვში (409 ათასი ადამიანი, არსებობდა 1941 წლის ნოემბრიდან 1943 წლის ივნისამდე), მინსკში (დაახლოებით 100 ათასამდე ადამიანი) 1943 წლის 21 ოქტომბერს იქნა ლიკვიდირებული. თავდაპირველად ვილნიუსში (ლიტვის დედაქალაქი) გეტო 57 ათას ადამიანს მოიცავდა, მათი უმეტესობა დახვრეტილ იქნა. ვილნიუსის გეტოში გამოსვლების ჩახშობის შემდეგ, ბოლო რამდენიმე ათასი ებრაელი 1943 წლის 23 სექტემბერს გადაგზავნილ იქნა ესტონეთის ბანაკებში. ბელოსტოკის გეტო, რომელსაც 50 000 ებრაელი ჰყავდა თავდაპირველად, 1943 წლის 16 აგვისტოს იქნა ლიკვიდირებული ებრაელებთან ბრძოლის მეხუთე დღეს.
საბჭოთა კავშირში ებრაელებით დასახლებული რეგიონი ნადგურდებოდა. 1941 წლის ოქტომბრის შუაში დაიწყო ებრაელების დეპორტაცია გერმანიიდან და რამდენიმე დღის შემდეგ აკრძალულ იქნა ებრაელების ემიგრაცია. ასევე ოქტომბერში იყო არჩეული ადგილები "გამანადგურებელი ბანაკების" ჰელმნოსა და ბელჟეცის ასაშენებლად. დეკემბრის დასაწყისისთვის პირველმა მათგანმა, ჰელმნომ, ფუნქციონირება დაიწყო. იქ ებრაელებს ხოცავდნენ გაზით, რომელსაც დიდი დიზელის მატორები გამოიმუშავებდა და უშვებდნენ გაზის კამერებში.
1942 წელს, ვაზენში (Wannssee) ნაცისტები იმუშავებენ "ებრაელების საკითხის საბოლოო გადაწყვეტის" პროგრამას. ეს გადაწყვეტილება არ არის აფიშირებული და ცოტას (მათ შორის მომავალ მსხვერპლსაც) თუ შეეძლო დაეჯერებინა, რომ მეოცე საუკუნეში ასეთი რამ შესაძლებელი იყო. გერმანიის, საფრანგეთი, ჰოლანდიის, ბელგიის ებრაელებს გზავნიდნენ აღმოსავლეთით, პოლონეთისა და ბელორუსიის ბანაკებსა და გეტოებში, უყვებოდნენ მათ რა დროებითი გადასახლების შესახებ. პოლონეთში იქმნებოდა ე.წ. "სიკვდილის ბანაკები", რომლებიც საერთოდ გათვალისწინებული იყო არა დიდი რაოდენობის ხალხის საცხოვრებლად, არამედ ახალმოსულების სწრაფი განადგურებისთვის.
შეხვედრის პროტოკოლი ფიგურირებდა ნიურბერგის სასამართლოზე, როგორც "ებრაელების დევნის" საქმის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი დამამტკიცებელი საბუთი. ხშირად ეს თათბირი ხასიათდება, როგორც "ევროპელი ებრაელების გასანადგურებლად გამომუშავებული გეგმა", თუმცა შეხვედრაზე არ არის პირდაპირ ნათქვამი არაფერი ებრაელების განადგურებაზე.
თათბირის ერთ-ერთი მთავარ ფრაზაში ნათქვამი იყო: "ფიურერთან შეთანხმებით გადასახლების მაგიერ ამ წუთიდან მოქმედებს ამ საკითხის სხვა გადაწყვეტილება: დაიწყო ებრაელების ევაკუაცია აღმოსავლეთით." ამ გადაწყვეტილების მიღებისთანავე დაიწყო სიკვდილის ბანაკების მშენებლობა პოლონეთში.

წყარო: http://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%B0%E1%83%9D%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%99%E1%83%9D%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%98

რასიზმის პრობლემა საქართველოში

„არავინ იბადება იმისთვის, რომ ადამიანი  განსხვავებული კანის ფერის, რელიგიის, ან წარმომავლობის გამო სძულდეს. ხალხმა უნდა ისწავლოს სიძულვილი და თუ ამას შეძლებენ, ისინი სიყვარულსაც ისწავლიან, რადგან სიყვარული უფრო ახლოსაა ადამიანის გულთან ვიდრე სიძულვილი“, - ეს სიტყვები მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ლაურეტს ნელსონ მანდელას ეკუთვნის, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში რასიზმის წინააღმდეგ იბრძოდა.


21 მარტი რასობრივ დისკრიმინაციასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა. ეს დღე გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 1966 წელს დააწესა. 1960 წლის 21 მარტს სამხრეთ აფრიკის პოლიციამ შარპევილში აპარტეიდის რეჟიმის კანონების წინააღმდეგ საპროტესტო მშვიდობიან დემონსტრაციას ცეცხლი გაუხსნა, რა დროსაც 70 დემონსტრანტი დაიღუპა.


საერთაშორისო ორგანიზაცია UNITED ევროპის მასშტაბით ებრძვის რასიზმის, ქსენოფობიისა და დისკრიმინაციის ყველანაირი ფორმის გამოვლინებას. 13-21 მარტის ჩათვლით ევროპის 48 ქვეყნის არასამთავრობო ორგანიზაციები რასიზმის წინააღმდეგ ერთიანდებიან. „ისიამოვნე მრავალფეროვნებით“ - ამ ლოზუნგით ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში რასიზმის წინააღმდეგ ასობით ღონისძიებაა დაგეგმილი.  ამ ანტიდისკრიმინაციულ ღონისძიებას უერთდება UNITED-ის ევროპული ქსელის წევრი „ადამიანის უფლებათა ცენტრიც“.


ანტირასისტული კვირეულის ფარგლებში ორგანიზაცია „ერთობა“ 21 მარტს აღმოსავლეთ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ფოტოგამოფენას მოაწყობს. „მშვიდობა შინ და მშვიდობა გარეთ“ - ეს იქნება გამოფენის თემა, რომელიც რასისტულ დისკრიმინაციას მიეძღვნება. გამოფენაზე ძირითადად ფოტომოყვარულებისნამუშევრები იქნება წარმოდგენილი.


 ბოლო პერიოდში საქართველოში ზანგებისა და ჩინელების მომრავლებამ რასიზმის პრობლემა აქტუალური გახადა. ეს თემა ინტერნეტ-ფორუმებისა და ბეჭვდური მედიის განხილვის საგნადაც იქცა.


„მალე წითელ წიგნში შესაყვანები გავხდებით, წაგვლეკეს ამ ჩინელებმა, ვირთხებივით მრავლდებიან, ამ ზანგებს რა სუნი ასდით“, - მსგავსი განწყობის პოსტებს ინტერნეტ-ფორუმებში ხშირად შეხვდებით. თუმცა, იქვე არის საპირისპირო ხასიათის კომენტარები, კორექტულობისადმი მოწოდებებით. გთავაზობთ რამდენიმე მათგანს:


Forum.gol.ge-ს  თემა „ზანგების შემოსევაა???“


„ჩამოდიან აქ და ქართველების ხარჯზე შოულობენ ფულს. აგერ, ბრიგადენა კაცმა დაამთავრა და დიდი ხანი არ მუშაობდა, ის არ იყო დასაქმებული და ვიღაცა ნამიბიელი უნდა დავასაქმოთ???“


„ადამიანის დისკრიმინაცია კანის ფერის გამო დაუშვებლად მიმაჩნია!!“


„რასიზმის გამოვლინება უნდა ისჯებოდეს სასტიკად ნორმალურ ქვეყანაში. სამწუხაროა, როცა ფორუმზე ასეთი თემა არსებობს,თან რა სათაურით...“ 


„აბა რა, აბა რა! შემოვუშვათ ყველა რასის, რჯულის, აღმსარებლობის ადამიანი,
დავუმეობრდეთ, დავაპუროთ, დავქორწინდეთ, ავირიოთ, დავირიოთ,
გადავგვარდეთ,  გადავშენდეთ. რა პრობლემაა? მე ვერ ვხედავ ვერანაირ პრობლემას, შენ?“ 


„ზანგიც ადამიანია და თუ ცუდად მოიქცევა, ისევე უნდა უპასუხო, როგორც სხვას. შეიძლება მყრალი სუნი აქვს და საუბრის ცუდი მანერა, მაგრამ რას იზამ, ეგეთია და ვერაფერს შეცვლი“.


თემა: „ზანგი მათხოვრები ჩვენს დედაქალაქში... რა არის ეს?“


„მათხოვარი მათხოვარია, რა შუაშია ზანგი და ნიანგი?“


„ეგრევე ლარი მთხოვა“.


„თუ ზანგებს უკრძალავთ მათხოვრობას, ადექით და ჩინელებს, ციგნებს და სხვა ერის წარმომადგენლებსაც აუკრძალეთ!“


„რა,ზანგს რო უკრძალავთ შავია თუ რა არის?“


„ჩემი  აზრით კი, რასიზმი ადამიანის დამპალი სულის გამოვლინებაა“.


„წაბრძანდეს თავის სამშობლოში!“ .


Forum.ge-ს  თემა: „რა უნდათ ჩინელებს საქართველოში?????“


„ვახ ჩემი! წაგვლეკავენ. ისედაც ცოტანი ვართ ტოო. რა უქნეს რუსებს, ხედავთ 3 000 000 არიან უკვე რუსეთში!! თავიდან ქუჩაში იდგნენ, მერე მოზრდილი მაღაზიები გახსნეს, ახლა უფრო დიდი და ესე დაგვაჯდებიან!!! უნდა შემოვიდეს კანონი - არ უნდა შემოვუშვათ“.


„და რატომ არ უნდა შემოვუშვათ?.. ქართველებს ტრაკის განძრევა არ გვინდა, ჩინელებმა მოახერხეს ბიზნესის წამოწყება“.


„და მაინც - ისინი ცუდები არიან, ჩვენ - კარგები.. არიქა, წაგვლეკავენ“.


„ერთ ოც წელიწადში, ჩვენც რომ გავწვრილვთვალდებით ნახავ მერე“.


„აუ რა უბედურობაა, ეს ჩინელები ვირთხებივით მრავლდებიან, გაიხედავ, შუქნიშანზე ვიღაც გადადის ჩინელია, იქვე მაღაზიაა და აწერია „ჩინელები“, ვიღაც ბომჟი გდია იქვე და ისაც ჩინელია.. ფუუი“.


„ის მოაქვთ ჩვენთვის ცუდი, რომ ქართველები ვართ მცირერიცხოვანი ერი, და ესეთი რაოდენობით უცხო და ბინძური ჯიშის შემოსვლას ვერ გავუძლებთ და მოხდება ერის გადაგვარება, ფიზიკურად, კულტურულად, სულიერად და ყველანაირად. მალე წითელ წიგნში გავხდებით შესატანები... ბოლოს ნახავთ ჩინურად რომ დაიწყებთ ლაპარაკს,  მოკლედ გასაყრელები არიან, თან სასწრაფოდ“.


„მეშინია მე ჩინელების“.


„აუ, სუნი ასდით ჩინელებს საშინელი“.


„ეძიკას დროს 1-2 ჩინელი დადიოდა ახლა მიშას დროს კი 1-2 ათასი (მადლობა მიშას)“.


„და ეს ეხება არა მარტო ჩინელებს, ჩემი ნება რომ იყოს, რუსებსაც დიდი სიამოვნებით გავხვეტდი, მაგრამ ამჟამად საფრთხე მაინც ჩინელებისგან გველოდება“.


„ჯერ ვერ წარმოუდგენია ხალხს, თუ რამხელა პრობლემების მოტანა შეუძლია ჩინელების შემოსვლას და დამკვიდრებას საქართველოში. ეს ყველაფერი გამოიწვევს ერის დაცემას და გადაჯიშებას და ეს ყველაფერი იმიტომ რომ სააკაშვილი "აფანატებს" უცხოელებზე და დორბლი ჩამოდის მათ დანახვაზე.ჩინელები, რომლებიც ჩამოდიან საქართველოში გააჩნიათ ერთი მიზანი - გამრავლდნენ! „.


ახალგაზრდული ფორუმი Teen.ge:


„სხვათა შორის, საინტერესოა, რომ რასიზმი ბევრს მხოლოდ ადამიანის კანის შეფერილობის (ადამიანთა ჯგუფის კანის პიგმენტაცია) საფუძველზე განვითარებული ჯგუფური განსხვავებების, აღქმისა და არათანასწორუფლებიანი ურთიერთობების პრობლემა ჰგონია“.


„გუშინ მე და ჩემი შეყვარებული რუსთაველის მეტროში ვიდექით და უცხოელი მოვიდა... მაღალი... ბოტასები ეცვა... იღლიებამდე შარვალი... თეთრი პერანგი ბოლომდე შეკრული... და დიდი ზურგჩანთა და ძალიან მაგარი კაცი იყოოო... ისეთი გამოხედვა ჰქონდა ... ქართველის სირაქლემური გამოხედვისგან რადიკალურად
განსხვავებულიიი.... და გვერდით ვიღაც ძველი ბიჭები იდგნენ და მაგ უცხოელზე კაიფობდნენ... ღამის 9 საათზე მეტროში შავი მუქი სათვალეები რომ უკეთიათ და სხვებს დასცინიან, ეგაა პრიკოლიიი... მაგრად მოგვეშალა ჩვენ ნერვებიიი... ეგ შეუგნებელი რასიზმიააააა....... და ზანგებზე რომ აქვთ კიდევ გართულება ... სოლარიუმებში დარბიან და ტრაწისფერები დადიან მერე...“


რასიზმის პრობლემასთან დაკავშირებით სახალხო დამცველის აპარატს მივმართეთ, სადაც განგვიმარტეს, რომ ისინი მხოლოდ რელიგიური  უმცირესობების საკითხებზე მუშაობენ.


უნივერსიტეტის პროფესორი და სოციოლოგი ზურა დავითაშვილი რასიზმთან დაკავშირებით რაიმე სოციოლოგიურ კვლევას არ იცნობს, მაგრამ ამბობს, რომ რასიზმის პრობლემა საქართველოში წინა წლებთან შედარებით ახლა ნაკლებად დგას.


ზურა დავითაშვილი: „რასიზმის, ქსენოფობიბის, ეთნიკური თუ რელიგიური უმცირესობების მიმართ არატოლერანტული დამოკიდებულების რეციდივები ნამდვილად გვხვდება. ამის მაგალითი იყო ჩინელებთან დაკავშირებით ატეხილი ხმაური. საუბრებში ხშირად გაიგონებდით ფრაზებს - „ეს რამდენი ჩინელი ჩამოვიდა“, „ჩინელებით გაივსო საქართველო და მალე ქართველების ადგილი აღარ დარჩება“ და ა.შ. გარკვეული რაოდენობა ჩინელებისა ყველა ქვეყანაშია. მათი რიცხვის ზრდა კი ქვეყანაში ეკონომიკურ მდგომარეობაზეა დამოკიდებული.  როგორც ხედავთ, ახლა აღარ გვხვდებიან ჩინელები ისე თვალში. ისინი არ ქმნიან ისეთ პრობლემებს, რომ ქვეყანაში ეთნოკონფლიქტი განვითარდეს. სხვაგანაც ჩინელებთან არსად ასეთი რამ არ მომხდარა. ზოგიერთ საგაზეთო სტატიაში  ადგილი ჰქონდა რასისტულ განწყობას,  მაგრამ  უკანასკნელ წლებში, ამ მხრივ, მდგომარეობა მაინც გაუმჯობესდა, 5- 10  წლის წინ არსებულ მდგომარეობასთან შედარებით. ჩვენთან რასიზმის ორნაირი გაგება არსებობს -ფართო და ვიწრო. ფართო გაგება ეს არის ყველანაირი, არა მარტო ანთროპოლოგიურად, რასობრივად რასაც ვეძახით რასიზმს, არამედ - ეთნიკური, რელიგიური, ენობრივი, უმცირესობების დისკრიმინაცია. ვიწრო გაგებით რასიზმი არის მხოლოდ რასობრივად განსხვავებული ანთროპოლოგიური ტიპების მიმართ მტრული დამოკიდებულება. იმ ქვეყნებში, სადაც, რასიზმი ამ თვალსაზრისით აღინიშნებოდა, მაგალითად ამერიკაში, ეთნიკურად განსხვავება არ იყო, ანუ ყველანი ამერიკელები იყვნენ, ერთ ენაზე ლაპარაკობდნენ, ფაქტობრივად, ერთ კულტურაზე იყვნენ გაზრდილები, ერთი სახელმწიფოს მოქალაქეები იყვნენ და განსხვავება მათ შორის იყო მხოლოდ რასობრივი - ამით ითვლებოდნენ შავკანიანები მეორეხარისხოვან მოქალაქეებად. როდესაც რასიზმი ამერიკაში ასე თუ ისე იყო, საქართველოში ასეთი რასობრივი განსხვავება არ ყოფილა, სამაგიეროდ იყო ეთნიკური და რელიგიური განსხვავება. ამიტომ ამ პრობლემამ იჩინა თავი, თორემ სხვა რასის წარმომადგენლები საქართველოში ბოლო დრომდე არ ყოფილან. თუ ფართო გაგებით ჩავთვლით, რაც ეთნიკური უმცირესობებისა თუ რელიგიური უმცირესობების მიმართ არალოიალურ დამოკიდებულებას გულისხმობს, რასიზმის პრობლემა საქართველოში გარკვეული დოზით იყო და ალბათ, დღესაც არის. ჩვენ ახლა ვამაყობთ ხოლმე, რომ ერთმანეთის გვერდით არის  მართლმადიდებლური, სომხური, კათოლიკური, ეკლესიები. არ  ვიცი, როდის ან ვინ ჩაატარა კვლევა, მაგრამ როცა მოსახლეობა გამოკითხეს, დაუჭერდნენ თუ არა მხარს თბილისში მართლმადიდებლური ეკლესიის გვერდით სხვა რელიგიის მიმდევრების სამლოცველოების  აშენებას, მოსახლეობის 94%  წინააღმდეგი აღმოჩნდა.


ჩემი აზრით, ზოოლოგიური  რასიზმი, რომ მე მეჯავრება ის, იმიტომ რომ შავია - საქართველოში მაინც არ არის“.


სოზარ სუბარი ყოფილი სახალხო დამცველი: „აბსოლუტურად ტოლერანტული და შემწყნარებელი არც ერი არსებობს და არც სახელმწიფო, მაგრამ, ზოგადად, სახელმწიფო ხელისუფლება უნდა აძლევდეს ტონს საკუთარ მოქალაქებს და ამ მხრივ, ნამდვილად არის პრობლემა. მაგალითად,  როდესაც პარლამენტში გამოვდიდოდი მოხსენებით და აღვწერდი 2006 წლის მაისში მომხდარ ამბავს, როცა პოლიციელებმა დაიჭირეს 48 ეთნიკურად ოსი მოქალაქე და ყოველგვარი მიზეზის გარეშე  სასტიკად სცემეს, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტეის თავმჯდომარემ  და „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გივი თარგამაძემ დამადანაშაულა -  ოსების უფლებებს იცავ და ქართველებისას არაო. ასეთი განცხადებები როცა კეთდება პარლამენტის სხდომაზე, ცხადია, ასეთი მიდგომა რასისტულ განწყობას აღვივებს საზოგადოებაში. პირველ რიგში, ისევ და ისევ სახელმწიფო პოლიტიკა უნდა იყოს ტოლერანტული.


ომბუდსმენის აპარატში კვლევებს როცა ვატარებდით, ნათლად ჩანდა, რომ შეუწყნარებლობის ფონი საზოგადოების გარკვეულ ნაწილში არსებობდა.  იყო რამდენიმე შემთხვევა, მაგალითად - ისნის მეტროსთან შავკანიანს მიაყენეს შეურაცხყოფა კანის ფერის გამო. თუმცა მასობრივი ხასიათი ამას არ ჰქონია“.

წყარო: http://www.humanrights.ge/index.php?a=main&pid=8139&lang=geo

Friday, April 10, 2015

”შავების” რასიზმი – შავკანიანები ალბინოსებს ანადგურებენ!

რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, ალბინოსები შავკანიანებსაც უჩნდებათ. მათი დისკრიმინაციის პრობლემა უკვე მრავალი წელია არსებობს აფრიკულ ქვეყნებში. ხშირად ალბინოსები ნადირობის ობიექტებიც ხდებიან: მათ კლავენ, სხეულს ანაწევრებენ, ორგანოებს აცლიან, თმებს აჭრიან და შემდეგ ჯადოქრულ რიტუალებს ატარებენ.

ადგილობრივი მოსახლეობის თქმით,  ჯადოქრები ალბინოსების ძვლებისგან  თილისმებს ამზადებენ,  მათ სჯერათ, რომ თილისმა ალმასების მოპოვებაში დაეხმარებათ.

2008 წელს ტანზანიასა და ბურუნდიში 50-ზე მეტი ალბინოსი მოკლეს. ამ ფაქტმა აღაშფოთა სხვადასხვა უცხოური ორგანიზაცია და ისინი  ამ პრობლემის გადასაჭრელად გაერთიანდნენ. რამდენიმე ”მონადირე” გაასამართლეს კიდეც და სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს.
.
.

ტანზანიელი გოგონა საერთო საცხოვრებელში, სადაც ალბინოსი ბავშვებისთვის დროებითი თავშესაფარი გახსნეს.
.
.
9 წლის ამანი თავშესაფარში მას შემდეგ მოხვდა, რაც მისი პატარა და – მარიამ ემანუელი მოკლეს.
.
.

76 წლის ბაბუამ პატარა მარიამის გვამი თავის საცხოვრებელში დამარხა, რათა ჯადოქრებმა ბავშვის ძვლები არ გაიტაცონ.
.
.

ბავშვები ”წითელი ჯვრის” თავშესაფარში
.
.
.

საქართველოს კონსტიტუცია რასიზმის შესახებ

მუხლი 14

ყველა ადამიანი დაბადებით თავისუფალია და კანონის წინაშე თანასწორია განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, ენისა, სქესისა, რელიგიისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებისა, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, წარმოშობისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა, საცხოვრებელი ადგილისა.
 საქართველოს პარლამენტის 07.07.2002 წლის N 1492 დადგენილებითკონვენციის მე-14 მუხლის მოთხოვნის შესაბამისად საქართველო აღიარებსკონვენციით გათვალისწინებულ რასობრივი დისკრიმინაციის ლიკვიდაციის კომიტეტის კომპეტენციას.


არავინ იბადება იმისთვის, რომ ადამიანი განსხვავებული კანის ფერის, რელიგიის, ან წარმომავლობის გამო სძულდეს. ხალხმა უნდა ისწავლოს სიძულვილი და თუ ამას შეძლებენ, ისინი სიყვარულსაც ისწავლიან, რადგან სიყვარული უფრო ახლოსაა ადამიანის გულთან  ვიდრე   სიძულვილი“, – ეს სიტყვები მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატს ნელსონ მანდელას ეკუთვნის, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში რასიზმის წინააღმდეგ იბრძოდა. 21 მარტი რასობრივ   დისკრიმინაციასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა. ეს დღე გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 1966  წელს დააწესა.                                                                                                                                                                                                               
 რასიზმი, ერთ-ერთი  მტკივნეული და მსოფლიო მასშტაბით აქტუალური თემაა. დღევანდელ პოსტში,  ყურადღებას მხოლოდ  უხეშად რომ ვთქვათ ტერმინ „ზანგზე“გავამახვილებ. უფრო კონკრეტულად კი „ზანგების“ მიმართ ქართული საზოგადოების დამოკიდებულებაზე. 20258_7782
„ზანგი“, „შავკანიანი“, „ფერადკანიანი“, თუ საერთოდაც  „აფროამერიკელი“ – რას გამოხატავს ეს ტერმინები, ადამიანის აღწერას მისი კანის ფერის მიხედვით თუ იგი დამამცირებელი,  და რასისტული მნიშვნელობისაა?!  ყველა სხვადასხვას ამტკიცებს, თუ რა იგულისხმა ამ ტერმინის უკან.
საინტერესოა განვიხილოთ ტერმინი „ზანგი“ ლექსიკონური მნიშვნელობით, 1985 წლის ქართული ენის განმარტებით ლექსიკონში  „ზანგი“ განმარტებულია როგორც : „ტროპიკული აფრიკის ძირითადი მოსახლეობა, მათთვის დამახასიათებელია შავი კანი.“   
ქართველები ხშირად იყენებენ ამ ტერმინს და ძირითადად  უარყოფით კონტექსტში. ერთხელ  მაინც რომ  იმგზავროთ საზოგადოებრივი ტრანსპორტით, აუცილებლად გაიგებთ ისეთ კომენტარებს თუ ფრაზებს,  როგორიცაა „ზანგი ხომ არ ვარ?!“  ბავშვებს ახლა „ბაბაიაგას“  შემცვლელი მოუძებნეს  და ასე „აშინებენ“„კარგად მოიქეცი თორემ  ზანგი კაცი მოვა!“  „ნახე ის ზანგია“  „მალე წითელ წიგნში შესაყვანები გავხდებით, წაგვლეკეს ამ ზანგებმა, თან  რა სუნი ასდით“, „გაშავდა საქართველო“ „რა უბედურებაა ამდენი ზანგი“…        858aeaa25041
რამ განაპირობა საქართველოში „ზანგებისადმი“ ასეთი ნეგატიური დამოკიდებულება?  ამის მიზეზი ის ხომ არ არის, რომ საქართველო ტრადიციული, რელიგიურ ღირებულებებზე დამყარებული ქვეყანაა და ზანგებს აქ როგორც  „ცოდვისგან გაშავებულებს“,  ღმერთისგან დასჯილებს“  ისე უყურებენ.  თუ ეს უბრალოდ  უკიდურესი ნაციონალიზმის  გავლენაა და ეშინიათ, რომ თუ საქართველოში ბევრი ფერადკანიანი იქნება მალე ქართველობა გადაშენდება და ჩვენც „ „გავშავდებით“.  „ზანგი“ – ხომ მონასთან, მუშასთან, უუფლებო, არაადამიანთან ასოცირდება და როცა ადამიანს უნდა გამოხატოს თავისი უკმაყოფილო დამოკიდებულება სწრაფად იშველიებს ტერმნის „ ზანგი ხომ არ ვარ?!“ ანუ როგორ ჩაგრავ მას…
fighting-racism-footballers-logo
პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადებაზე, რომლის დროსაც მან გამოიყენა გამოთქმა „ჩვენ ზანგები ვართ?“, საქართველოს პრეზიდენტისპრეს–სამსახურმა 28 ივლისს განაცხადა, რომ ეს  არ ყოფილა გამოყენებული რასობრივი დისკრიმინაციის კონტექსტში.  
მოსწავლეების პროტესტი გამოიწვია ბიოლოგიის სახელმძღვანელოში ერთ-ერთი ფოტოსურათის მინაწერმა:  „თმა და კანი ზანგ ალბინოსებსაც კი თეთრი აქვთ“  მათი აზრით ეს არ იყო სწორი და დისკრიმინაციული იყო.
აფროამერიკული სამოქალაქო უფლებების მოძრაობა 1955 წელს დაიწყოო და ისინი რასისტული დისკრიმინაციის და „შავკანიანების“ უფლებების დასაცავად გამოდიოდნენ. ისტორიული ბრძოლის მანძილზე  „შავკანიანებმა“  გარკვეულ წარმატებას მიაღწიეს ამის უშუალო მაგალითს, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბარაკ ობამა წარმოადგენს , თუმცა ეს ალბათ მხოლოდ დემოკრატიულ ქვეყნებში, რადგან ეს საკითხი კვლავ დიდი პოპულარობით სარგებლობს.
 „ფაშიზმის“  იდეოლოგიის ორ მსოფლიო ომს შორის, სახელთან უშუალოდ ასოცირდება რასიზმი და  ჰოლოკოსტი,  რომელიც  ებრაელების, ასევე ბოშების, ჰომოსექსუალების და სხვა უმცირესობების მასიური გენოციდს წარმოადგენდა. მართალია „შავკანიანების“ მიმართ არასდროს განხორციელებულა ასეთი სახის მასიური გენოციდი, მაგრამ არც ისინი იყვნენ შესაშურ მდგომარეობაში.
racism-brotherhood-islam
საქმე ისაა, რომ ჩვენს საზოგადოებას და ქვეყანას არ გამოუვლია ის გზა, რომელიც თავის დროზე დასავლეთმა აირჩია, ანუ რეალური რასიზმის და ნაციზმის გზა. საქართველოში არასდროს ყოფილა აფრიკიდან ჩამოყვანილი ადამიანების მონობაში მოქცევის თუ ექპლუატაციის ფაქტები, არ მომხდარა ჰოლოკოსტი, ინკვიზიცია, თუ რომელიმე სხვა მსგავსი მოვლენა, რომელიც სახელმწიფო პოლიტიკის დონემდე იქნებოდა აყვანილი. ერთხელ ერთმა სრულიად უცნობმა ქალმა მეტროთი მგზავრობის დროს მითხრა : „ შვილო მე 82 წლის ძველი თბილისელი ქალი ვარ და ჩემ დროს ერთი „ზანგი“ იყო მთელს თბილისში და ესეც კი გვიკვირდა და ეხლა რა არის ეს რა უბედურებაა ამდენი ზანგი?!“.  ბევრმა, რომ ჰკითხო, არც კი იცის მიზეზი, თუ რატომ აქვთ მათ მიმართ განსხვავებული, დამცინავი დამოკიდებულება. რეალური მიზეზი, ალბათ არის ის განსხვავება,  რომ ისინი არ გვანან ქართველებს და ეს ფაქტი აშინებთ…                მაგრამ ეს ხომ ბუნებრივი მდგომარეობაა  და მარტივად, რომ ვთქვათ მხოლოდ კანის ფერია და  მეტი არაფერი.

Blog Archive