Friday, April 10, 2015

არავინ იბადება იმისთვის, რომ ადამიანი განსხვავებული კანის ფერის, რელიგიის, ან წარმომავლობის გამო სძულდეს. ხალხმა უნდა ისწავლოს სიძულვილი და თუ ამას შეძლებენ, ისინი სიყვარულსაც ისწავლიან, რადგან სიყვარული უფრო ახლოსაა ადამიანის გულთან  ვიდრე   სიძულვილი“, – ეს სიტყვები მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატს ნელსონ მანდელას ეკუთვნის, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში რასიზმის წინააღმდეგ იბრძოდა. 21 მარტი რასობრივ   დისკრიმინაციასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა. ეს დღე გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 1966  წელს დააწესა.                                                                                                                                                                                                               
 რასიზმი, ერთ-ერთი  მტკივნეული და მსოფლიო მასშტაბით აქტუალური თემაა. დღევანდელ პოსტში,  ყურადღებას მხოლოდ  უხეშად რომ ვთქვათ ტერმინ „ზანგზე“გავამახვილებ. უფრო კონკრეტულად კი „ზანგების“ მიმართ ქართული საზოგადოების დამოკიდებულებაზე. 20258_7782
„ზანგი“, „შავკანიანი“, „ფერადკანიანი“, თუ საერთოდაც  „აფროამერიკელი“ – რას გამოხატავს ეს ტერმინები, ადამიანის აღწერას მისი კანის ფერის მიხედვით თუ იგი დამამცირებელი,  და რასისტული მნიშვნელობისაა?!  ყველა სხვადასხვას ამტკიცებს, თუ რა იგულისხმა ამ ტერმინის უკან.
საინტერესოა განვიხილოთ ტერმინი „ზანგი“ ლექსიკონური მნიშვნელობით, 1985 წლის ქართული ენის განმარტებით ლექსიკონში  „ზანგი“ განმარტებულია როგორც : „ტროპიკული აფრიკის ძირითადი მოსახლეობა, მათთვის დამახასიათებელია შავი კანი.“   
ქართველები ხშირად იყენებენ ამ ტერმინს და ძირითადად  უარყოფით კონტექსტში. ერთხელ  მაინც რომ  იმგზავროთ საზოგადოებრივი ტრანსპორტით, აუცილებლად გაიგებთ ისეთ კომენტარებს თუ ფრაზებს,  როგორიცაა „ზანგი ხომ არ ვარ?!“  ბავშვებს ახლა „ბაბაიაგას“  შემცვლელი მოუძებნეს  და ასე „აშინებენ“„კარგად მოიქეცი თორემ  ზანგი კაცი მოვა!“  „ნახე ის ზანგია“  „მალე წითელ წიგნში შესაყვანები გავხდებით, წაგვლეკეს ამ ზანგებმა, თან  რა სუნი ასდით“, „გაშავდა საქართველო“ „რა უბედურებაა ამდენი ზანგი“…        858aeaa25041
რამ განაპირობა საქართველოში „ზანგებისადმი“ ასეთი ნეგატიური დამოკიდებულება?  ამის მიზეზი ის ხომ არ არის, რომ საქართველო ტრადიციული, რელიგიურ ღირებულებებზე დამყარებული ქვეყანაა და ზანგებს აქ როგორც  „ცოდვისგან გაშავებულებს“,  ღმერთისგან დასჯილებს“  ისე უყურებენ.  თუ ეს უბრალოდ  უკიდურესი ნაციონალიზმის  გავლენაა და ეშინიათ, რომ თუ საქართველოში ბევრი ფერადკანიანი იქნება მალე ქართველობა გადაშენდება და ჩვენც „ „გავშავდებით“.  „ზანგი“ – ხომ მონასთან, მუშასთან, უუფლებო, არაადამიანთან ასოცირდება და როცა ადამიანს უნდა გამოხატოს თავისი უკმაყოფილო დამოკიდებულება სწრაფად იშველიებს ტერმნის „ ზანგი ხომ არ ვარ?!“ ანუ როგორ ჩაგრავ მას…
fighting-racism-footballers-logo
პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადებაზე, რომლის დროსაც მან გამოიყენა გამოთქმა „ჩვენ ზანგები ვართ?“, საქართველოს პრეზიდენტისპრეს–სამსახურმა 28 ივლისს განაცხადა, რომ ეს  არ ყოფილა გამოყენებული რასობრივი დისკრიმინაციის კონტექსტში.  
მოსწავლეების პროტესტი გამოიწვია ბიოლოგიის სახელმძღვანელოში ერთ-ერთი ფოტოსურათის მინაწერმა:  „თმა და კანი ზანგ ალბინოსებსაც კი თეთრი აქვთ“  მათი აზრით ეს არ იყო სწორი და დისკრიმინაციული იყო.
აფროამერიკული სამოქალაქო უფლებების მოძრაობა 1955 წელს დაიწყოო და ისინი რასისტული დისკრიმინაციის და „შავკანიანების“ უფლებების დასაცავად გამოდიოდნენ. ისტორიული ბრძოლის მანძილზე  „შავკანიანებმა“  გარკვეულ წარმატებას მიაღწიეს ამის უშუალო მაგალითს, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბარაკ ობამა წარმოადგენს , თუმცა ეს ალბათ მხოლოდ დემოკრატიულ ქვეყნებში, რადგან ეს საკითხი კვლავ დიდი პოპულარობით სარგებლობს.
 „ფაშიზმის“  იდეოლოგიის ორ მსოფლიო ომს შორის, სახელთან უშუალოდ ასოცირდება რასიზმი და  ჰოლოკოსტი,  რომელიც  ებრაელების, ასევე ბოშების, ჰომოსექსუალების და სხვა უმცირესობების მასიური გენოციდს წარმოადგენდა. მართალია „შავკანიანების“ მიმართ არასდროს განხორციელებულა ასეთი სახის მასიური გენოციდი, მაგრამ არც ისინი იყვნენ შესაშურ მდგომარეობაში.
racism-brotherhood-islam
საქმე ისაა, რომ ჩვენს საზოგადოებას და ქვეყანას არ გამოუვლია ის გზა, რომელიც თავის დროზე დასავლეთმა აირჩია, ანუ რეალური რასიზმის და ნაციზმის გზა. საქართველოში არასდროს ყოფილა აფრიკიდან ჩამოყვანილი ადამიანების მონობაში მოქცევის თუ ექპლუატაციის ფაქტები, არ მომხდარა ჰოლოკოსტი, ინკვიზიცია, თუ რომელიმე სხვა მსგავსი მოვლენა, რომელიც სახელმწიფო პოლიტიკის დონემდე იქნებოდა აყვანილი. ერთხელ ერთმა სრულიად უცნობმა ქალმა მეტროთი მგზავრობის დროს მითხრა : „ შვილო მე 82 წლის ძველი თბილისელი ქალი ვარ და ჩემ დროს ერთი „ზანგი“ იყო მთელს თბილისში და ესეც კი გვიკვირდა და ეხლა რა არის ეს რა უბედურებაა ამდენი ზანგი?!“.  ბევრმა, რომ ჰკითხო, არც კი იცის მიზეზი, თუ რატომ აქვთ მათ მიმართ განსხვავებული, დამცინავი დამოკიდებულება. რეალური მიზეზი, ალბათ არის ის განსხვავება,  რომ ისინი არ გვანან ქართველებს და ეს ფაქტი აშინებთ…                მაგრამ ეს ხომ ბუნებრივი მდგომარეობაა  და მარტივად, რომ ვთქვათ მხოლოდ კანის ფერია და  მეტი არაფერი.

No comments:

Post a Comment

Blog Archive