Tuesday, April 7, 2015

21 მარტი - რასობრივი დისკრიმინაციის აღმოფხვრის საერთაშორისო დღე

21 მარტი - რასობრივი დისკრიმინაციის აღმოფხვრის საერთაშორისო დღე
21 მარტს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ინიციატივით აღინიშნება რასობრივი დისკრიმინაციის აღმოფხვრის საერთაშორისო დღე. წელს ამ დღის მთავარი თემაა „რასიზმი და კონფლიქტი“. ამ თემით ხდება იმ გარემოების ხაზგასმა, რომ ხშირად რასიზმი, ამ ნიშნით დისკრიმინაცია, არის საფუძველი, პირველწყარო კონფლიქტების აღმოცენებისა და ესკალაციისათვის.
ერთერთი ყველაზე ფართოდ გავრცელებული დეფინიციით, რასიზმი განიმარტება, როგორც წინასწარ შექმნილი უარყოფითი აზრი ადამიანთა ჯგუფების მიმართ ფიზიკური მახასიათებლების მიხედვით (კანის პიგმენტაცია, სახის ტიპური ნაკვთები, თმის, მეტყველების, მანერების თავისებურებები და სხვა ეთნიკური მახასიათებლები), რომლებიც მკაფიოდაა გამოხატული. რასიზმი იდეოლოგიაა, რომელიც სხვა ჯგუფის წევრების მიმართ თანასწორ დამოკიდებულების უარყოფის ძირითად მიზეზად გარეგნულ განსხვავებებს ასახელებს. ასეთი არგუმენტები ხშირად გამოიყენება ერთი რომელიმე ჯგუფის პრივილეგირებული მდგომარეობის გასამართლებლად.


No comments:

Post a Comment

Blog Archive