მარტინ ლუთერ კინგი დაიბადა 1929 წლის 15 იანვარს ატლანტაში. 
ის იყო გამოჩენილი ამერიკელი ორატორი, რასიზმის არაძალისმიერი წინააღმდეგობის ლიდერი. მის გამოსვლებში ის მოუწოდებდა თანასწორობის მიღწევას მშვიდობიანი გზით. მისი გამოსვლები სამოქალაქო უფლებების მოძრაობას ენერგიას ჰმატებდა – იწყებოდა მარშები, ეკონომიკური ბოიკოტები. მარტინ ლუთერ კინგის ყველაზე ცნობილი გამოსვლაა “მე მაქვს ერთი ოცნება”  წარმოთქმული მშვიდობიანი მარშისას ვაშინგტონში 1963 წელს ლინკოლნის მონუმენტის კვარცხლბეკთან დაახ. 300 ათასი ამერიკელის წინ. კინგმა რასისტული დისკრიმინაციის წინააღმდეგ გაწეული ღვაწლის გამო ნობელის მშვიდობის პრემია დაიმსახურა.
კინგი იყო  ყველაზე გამოჩენილი აფროამერიკელი ორატორი, შავკანიანთა სამოქალაქო უფლებებისთვის და სამართლიანობისთვის მებრძოლი, ის ასევე აქტიურად გამოდიოდა მსოფლიოში აშშ-ს კოლონიალური აგრესიის წინააღმდეგ. ამერიკული საზოგადოების დემოკრატიზაციაში მნიშვნელოვანი წვლილის შეტანისთვის მარტინს 1964 წელს მიენიჭა ნობელის პრემია. ის 1968 წლის 4 აპრილ ქალაქ მემფისში 39 წლის ასაკში მოკლული იყო სნაიპერის მიერ.
“მშვიდობა უბრალოდ შორეული მიზანი არაა, რომლისკენაც მივისწრაფით, არამედ თავად მშვიდობაა ამ მიზნის მისაღწევი საშუალება.”
“სიბნელე ვერ დაიძლევა სიბნელით, მხოლოდ სინათლეს ძალუძს მისი ძლევა.სიძულვილი ვერ დაიძლევა სიძულვილით– ეს მხოლოდ სიყვარულს შეუძლია.”
image